|
2023-12-12 19:52:58, 841 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე გრიგორიადიასზე - გავა წლები, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ უპატიებელია
დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომელიც შეეხებოდა ლაზარე გრიგორიადიასის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „არაფერს ნანობს“. მამუკა მდინარაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადიასის საქციელი მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ის გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად. „ბრალდებულს რაც უთქვამს ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება, მაგრამ როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ასე ცინიკური განცხადებებით გამოდის, ეს არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება. თუმცა, იურიდიული შეფასება ჩვენ არ შეგვიძლია, მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე შეიძლება შევაფასოთ უკიდურესი ცინიზმი. თან მისი ბრალი კი არ არის მარტო, ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც აქეზებენ, ამართლებენ. მოლოტოვის კოქტეილები რაღაც ბანერებზეც კი დახატეს, დაასურათეს და მიდიოდა ამის გამართლება, შესაბამისად ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ამასთან დაკავშირებული ამის ავტორის მიერ ცინიკური დამოკიდებულება. რაც უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხაროა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)