04:28 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 18:05:07, 1145 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუმ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, ღაზას კონფლიქტზე რუსეთის პოზიციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას, ღაზას სექტორში კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ირანთან "სახიფათო თანამშრომლობის" გამოც გააკრიტიკა.

"როგორც გერმანია გაიწმინდა ნაცისტებისგან, არც ერთი ნაცისტი არ არის ოფიციალურ ოფისებში - იგივე იქნება"ჰამასის" შემთხვევაში",- თქვა ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას.

მანვე, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ისრაელელის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის, ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics