17:37 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 12:10:52, 891 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

გახარიას თქმით, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს.

„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. გუშინ კი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი - გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს. 

ჩვენი მოქალაქეების უფლებების რეალურ და ქმედით დაცვას მაშინ შევძლებთ, როცა სახელმწიფო ერთი პარტიის ან ერთი კაცის ინტერესებზე კი არ იზრუნებს, არამედ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - რიგით მოქალაქეებზე.

მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო იქნება თითოეული ადამიანის უფლების ნამდვილი დამცველი და ქვეყანაში თანასწორი და სამართლიანი გარემოს გარანტი. მანამდე კი, კორუფციისგან მოქალაქის დაცვა ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ ილუზიაა",- ნათქვამია გახარიას განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics