|
2023-12-08 09:27:23, 912 ნახვა
მსოფლიო
იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. კიშიდას თქმით, 4.5 მილიარდიდან 1 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყოფა. აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ დახმარების პირველ ნაწილს იანვარში, უმეტესი ნაწილს კი გაზაფხულზე მიიღებენ. "მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა და ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს - 1.5 მილიარდს იანვარში. ამ დახმარების პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ", - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)