|
2023-12-07 13:28:40, 716 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Islamic Republic News Agency-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში იბრაჰიმ რაისი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. "ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებსა და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ, თუმცა მთავარი თემა ღაზას სექტორში არსებული ვითარება იქნება",- წერს მედია. ირანის პრეზიდენტის დელეგაციაში მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეკონომისტები შედიან. ცნობისთვის, ეს რუსეთში ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მეორე ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო კომუნიკაცია 16 ოქტომბერს შედგა, როდესაც მათ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)