|
2023-12-07 12:35:26, 683 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოში ფრაქციის 6-მა წევრმა პარტია დატოვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა წევრმა, გიორგი შარიფაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შარიფაშვილის თქმით, იგივე გადაწყვეტილება საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის 8-დან 6-მა წევრმაც მიიღო. "ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 8 წევრიდან 6 წევრი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტიას. ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის თავმჯდომარემ ვერ შეასრულეს ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც უხვად გასცემდნენ. პარტიას არ გააჩნია ის პოლიტიკური რესურსი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზრუნველყოფს ამ ხელისუფლების ცვლილებას, აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, დავტოვოთ ენმ-ი, თუმცა გავაგრძელოთ ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან, ოპოზიციური პლატფორმიდან, სადაც ჩვენი პრინციპების, ღირებულებების და შეხედულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად",- განაცხადა შარიფაშვილმა. შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა დატოვა. 5 დეკემბერს, იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმა, ხოლო 6 დეკემბერს, ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმაც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)