19:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 11:46:59, 641 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩი-დროა“ - საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო

"გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" თავმჯდომარეებმა - ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას კამპანიის "საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში" მიმდინარეობა გააცნეს. 

როგორც ხოშტარიამ და ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად 14 ქალაქში ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია.

"2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისთვის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადის და ბელგიის 14 ქალაქში, "გირჩი-დროას" ორგანიზებით, უკვე დაიწყო მოქალაქეთა მობილიზაცია და გროვდება ხელმოწერები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსთვის მისამართად, რათა აღნიშნულ ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები. ცინცინატში (აშშ) 50 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია და განცხადებაც მზადაა.

"გირჩი-დროას" გუნდი მივმართავთ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიკავშირდნენ, რათა დავეხმაროთ ადგილზე ხელმოწერებისა და განცხადებების ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებაში. 

ასევე, მივმართავთ უცხოეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს, დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენს ქალაქშიც გაიხსნას",- აცხადებენ ლიდერები.

ქალაქების სრული ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნის გასახსნელად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება:

1. აშშ - ფილადელფია
2. აშშ - ცინცინატი
3. აშშ - მაიამი
4. აშშ - ჩიკაგო
5. კანადა - ტორონტო
6. ბელგია - ანტვერპენი 
7. გერმანია - კარლსრუე
8. საფრანგეთი - სტრასბურგი
9. იტალია - ლეჩე
10. ირლანდია - ლიმერიკი
11. გერმანია - ჰამბურგი
12. საფრანგეთი - სან-ბრიო
13. იტალია - მანტუა
14. აშშ - ლოს-ანჯელესი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics