14:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 16:56:14, 909 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი ადასტურებს, რომ გენერალი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში გენერალ-მაიორ ვლადიმერ ზავადსკის დაღუპვას ადასტურებს. 

როგორც ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინაში, "სპეცოპერაციის ზონაში" დაიღუპა.

გუბერნატორს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ დაუდასტურებელი ცნობები ზავადსკის სიკვდილის შესახებ მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი გენერალ-მაიორი უკრაინაში ნაღმზე აფეთქდა.

სამხედრო გამოცემა Novorossiya იტყობინებოდა, რომ ზავადსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან გარდაიცვალა. სხვა წყაროების თანახმად, სამხედრო მაღალჩინოსანი, შესაძლოა, ხერსონის ოლქის სოფელ კრინკის მახლობლად დაღუპულიყო.

ცნობისთვის, ვლადიმერ ზავადსკი გახდა მე-7 გენერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა. 4 რუსი გენერალი - ანდრეი სუხოვეცკი, ვლადიმერ ფროლოვი, კანამატ ბოტაშევი და რომან კუტუზოვი სრულმასშტაბიანი ომის პირველ ოთხ თვეში გარდაიცვალნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics