|
2023-12-02 16:01:32, 770 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ
ჩემს პოზიციას ვიცავ. რაც არ უნდა თქვან, მე „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. როგორც The Times Of Israel-ი წერს, ერდოღანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ისრაელის ოფიციალური პირების დასჯისკენ მოუწოდებს და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოყოფს. ველოდები, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო „ღაზის ჯალათების“, განსაკუთრებით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს", - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, „ჰამასის“ გამორიცხვა და განადგურება გამოსავალი არ არის. „ჩემს პოზიციას ვიცავ. რაც არ უნდა თქვან, მე „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ. „ჰამასის“ გამორიცხვა და განადგურება არ არის გამოსავალი", - აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, ღაზაში ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ხოცვა-ჟლეტა ისტორიაში შავი ლაქის სახით არის აღბეჭდილი. „ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ ამ სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ. მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ამ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ გულგრილობას. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლად იყვნენ ცნობილი, ახლა გადაიქცნენ თავიანთი წინაპრების მკვლელებად“, - დასძინა ერდოღანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)