|
2023-12-02 14:13:42, 822 ნახვა
პოლიტიკა
ახალქალაქის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ
ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ახალქალაქში საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა პარტიის არნახული დასუსტება გამოიწვია. „ჩვენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნების ჩატარებას. ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან. ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი. ამ პოზიციას იზიარებს და ხელს აწერს: საკრებულოს დეპუტატი შირვან შირინიანი; საკრებულოს დეპუტატი არმენ ჰუნანიანი; მელიქ რაისიანი; ანდრანიკ მამულიანი; ვართან ჩოკანდარიანი; არტურ მკოიანი; არმენ ჰაკობიანი; მიშა ჰაკობიანი და მთელი პარტიის შემადგენლობა არჩევნებამდე", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ. 29 ნოემბერს, ამავე მოწოდებას კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების ენმ-ის ფრაქციები და თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები შეუერთდნენ. იმავე დღეს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა და გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების საფუძველზე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი დაემატა. ცვლილების მიუხედავად, 30 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ენმ-ში უნდა მოხდეს "სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე".
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)