|
2023-12-02 12:49:16, 1010 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - აუცილებელია, რომ პაუზის შემდეგ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უზრუნველყოს
აუცილებელია, რონ პაუზის შემდეგ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უზრუნველყოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის თქმით, აუცილებელია ასევე, რომ ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნება შეძლოს. "აუცილებელია, პაუზის შემდეგ ისრაელმა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკაფიო დაცვა და შემდგომში, ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნება. ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ცხადყოფდა, თუ სად იქნებოდნენ ადამიანები უსაფრთხო ზონაში ღაზაში. დავაკვირდებით, რომ ასე გაგრძელდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ დასრულდა პაუზა. დასრულდა "ჰამასის" გამო, რომელმაც უარი თქვა აღებულ ვალდებულებებზე, ფაქტობრივად, ზავის დასრულებამდეც კი. ჩვენ ასევე ვიყენებთ დიპლომატიას, რომ შევხედოთ არამხოლოდ იმას, რაც დღეს ხდება, არამედ, თუ რა მოხდება მომდევნო დღეებში და როგორ შეგვიძლია მივიღოთ სამართლიანი ხანგრძლივი მშვიდობა ისრაელის მოქალაქეებისთვის, პალესტინელებისთვის და ყველასთვის რეგიონში", - განაცხადა ბლინკენმა. შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო. 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდებოდა. მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა. 30 ნოემბერს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა. ამასთან, გუშინ, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)