|
2023-12-01 09:15:25, 915 ნახვა
მსოფლიო
კირბი - აშშ მუშაობს კიევთან, რათა უკრაინა რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის მოემზადოს
ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს კიევთან, რათა უკრაინა მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის მოემზადოს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. როგორც კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებულ შტატებს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ზამთარში უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეცდება. მისივე თქმით, აშშ მუშაობს უკრაინისთვის, მათ შორის, საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იყოს. "მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, რათა მომზადებული ვყოფილიყავით ამ საგანგებო სიტუაციისთვის. როგორც გახსოვთ, ეს იყო განხილვის მთავარი თემა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში თეთრ სახლს ეწვია. ამ ზამთრამდე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაავალეს შეერთებული შტატების მთავრობას, ისევე როგორც შარშან, წელსაც პრიორიტეტი ამ ძალისხმევისთვის მიენიჭებინათ",- განაცხადა კირბიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)