|
2023-11-30 17:06:00, 973 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი 2008 წლის ომზე - პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა - რაც ვაშინგტონმა სააკაშვილს ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა
სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში ბრძანება გასცა, დაებომბათ სამხრეთ ოსეთში ქალაქები, ცეცხლი გაეხსნათ სამშვიდობოებისთვის, რომლებიც იქ იდგნენ ეუთოსთან შეთანხმებით. ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა, რომელმაც საქართველოში ჩაუშვა პროგრამა "გაწვრთენი და აღჭურვე" - რაც ასწავლა ვაშინგტონმა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლავროვის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი "ვარდების რევოლუციით" მოვიდა, ბუქარესტში მიცემული კარტბლანში სრულად შეასრულა. "NATO-ს ქვეყნებმა, რომლებიც არიან ეუთოს შემადგენლობაში, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს თბილისი და კიევი შემოიტყუეს NATO-ს წევრობის დაპირებით, მიზანი იყო ძალიან მარტივი - აემხედრებინათ რუსეთის წინააღმდეგ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი "ვარდების რევოლუციით", ბუქარესტში მიცემული კარტბლანში სრულად შეასრულა. 2008 წლის აგვისტოში ბრძანება გასცა, დაებომბათ სამხრეთ ოსეთში ქალაქები, ცეცხლი გაეხსნათ სამშვიდობოებისთვის, რომლებიც იქ იდგნენ ეუთოსთან შეთანხმებით. ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა, რომელმაც საქართველოში ჩაუშვა პროგრამა "გაწვრთენი და აღჭურვე" - რაც ასწავლა ვაშინგტონმა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა", - განაცხადა ლავროვმა, რომელიც სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალზე ჩრდილოეთ მაკედონიის მიწვევით იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ამავე მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრება. ლავროვის მიწვევის გამო კი, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე იმართება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)