|
2023-11-30 09:09:58, 693 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ი ავრცელებს. Kissinger Associates-ის ცნობით, ჰენრი კისინჯერი კონექტიკუტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა“, - ნათქვამია ფირმის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 1960-იანი წლების ბოლოდან ჰენრი კისინჯერი აშშ-ის პრეზიდენტების - რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი იყო. 1973 წელს კისინჯერს ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)