18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 11:38:47, 563 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო

​თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მსმენელებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ მელქაძე და ესტონეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, პიიტერ პალსი მიესალმნენ, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. ნიკოლოზ მელქაძემ ესტონურ მხარეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

"კურსის მიმართ გაზრდილი ინტერესისა და მასში განხილული თემების აქტუალურობიდან გამომდინარე, „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ წელს მეორედ ტარდება, რომელშიც სამთავრობო უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სემინარის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში უსაფრთხოების გამოწვევებსა და მზარდ საფრთხეებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics