|
2023-11-28 13:54:49, 605 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე ოპოზიციას - დღეს ყველა თქვენი გამოსვლა არის გაჯერებული ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება
გაუგებარია თქვენ შიგნით რას აკეთებთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს ყველა თქვენი გამოსვლა არის გაჯერებული ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება,- ასე მიმართა ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „მესმის, რომ ამას აკეთებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მომდევნო საარჩევნო სიებში დაიკავოთ ადგილები, მაგრამ არის რაღაც, რასაც სამშობლო და მამულიშვილობა ჰქვია. ასე რომ, თუ თქვენ ეს გრძნობა სადმე გაქვთ ორგანიზმში, 9 ნაბიჯის მესამე პუნქტი კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ ის, რომ ხმა უნდა მისცეთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირში მივყავართ და ასევე, ფორმალურად კი არ უნდა ეცადოთ რაღაც პროცესებში ჩართვას, არამედ ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ გზას, რასაც ჰქვია რატიფიცირებიდან კანდიდატის სტატუსამდე და ჩვენთან ერთად იზეიმოთ 15 დეკემბერს, გაგიხარდეთ და არ შეგშურდეთ“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)