|
2023-11-26 13:54:06, 853 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. "პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი პრევენცია. ასევე - საზოგადოებისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა. შეხვედრაზე, მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ. ღონისძიებაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ „ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ“ პრეზენტაცია გამართა. კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდება",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)