|
2023-11-23 14:18:11, 774 ნახვა
მსოფლიო
კამერონი - მინდოდა ისრაელში ჩამოსვლა, რათა თავდასხმების საშინელება ჩემი თვალით მენახა
მინდოდა აქ, ისრაელში ჩამოსვლა, რათა ჩემი თვალით მენახა იმ თავდასხმების საშინელება, რომელიც თქვენ 7 ოქტომბერს განიცადეთ,- ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. კამერონი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელი კოენთან ერთად, იმყოფებოდა კიბუც ბეერში, სადაც "ჰამასმა" 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს 130-ზე მეტი ადამიანი მოკლა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მძევლების გასათავისუფლებლად საომარი მოქმედებები დროებით შეწყდება. ცნობილია, რომ დღესვე კამერონი მძევლების ოჯახებსა და ისრაელელ პოლიტიკოსებს შეხვდება. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ კამერონი ისრაელში დღეს, 23 ნოემბერს ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს კამერონის ისრაელში პირველი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ რიგით მეორე ვიზიტია მას შემდეგ, რაც მას პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩააბარა. ისრაელამდე კამერონი უკრაინაში იმყოფებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)