|
2023-11-23 12:56:16, 737 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ალ-შიფას დირექტორი და რამდენიმე ექიმი დააკავა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და რამდენიმე უფროსი ექიმი დააკავა. ამის შესახებ მედიას სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხალიდ აბუ სამრამ განუცხადა. სამრას თქმით, დაკავებული დირქტორი მოჰამედ აბუ სალმიაა. გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ აბუ სალმიას დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლას ცდილობდა. IDF-მ დაკავებული დირექტორი დაკითხვაზე გადაიყვანა. შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო. 16 ნოემბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი. მოგვიანებით, ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)