11:10 - 20 Aug, 2026
|
2023-11-21 20:17:50, 1082 ნახვა
მსოფლიო
გალანტი - ჩვენ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და მძევლების სახლებში დაბრუნებას ვუახლოვდებით
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლებში დაბრუნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის სამხრეთ ნაწილში სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა. გალანტის თქმით, უახლოეს დღეებში მძევლებთან დაკავშირებით ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდება. „ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლებში დაბრუნებას. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ 45-დღიანი კამპანიის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, როდესაც არ მიფიქრია მძევლებზე“, - განაცხადა გალანტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)