|
2023-11-21 13:55:50, 1325 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - მომავალი, რომლისთვისაც ევრომაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო - უკრაინის მომავალი EU-შია
მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში, ევრომაიდნის 10-წლისთავთან დაკავშირებით X-ზე (ყოფილ Twitterr-ზე) წერს. ლაიენის თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. "ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის 10 წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. მთელი ერი გამოვიდა ქუჩაში და ლაპარაკობდა ერთი ხმით - თქვენ თქვით: უკრაინა ეკუთვნის ევროპას და ჩვენი მომავალი გვეკუთვნის ჩვენ. უკრაინელი ხალხი ევროკავშირის დროშაში გახვეული შეეწინააღმდეგა სნაიპერებსა და სპეცრაზმს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით საკუთარი მომავლის მმართველები. დღეს ეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო", - წერს ლაიენი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)