|
2023-11-21 09:28:29, 1114 ნახვა
მსოფლიო
დუდა - თუ რუსეთი არ დამარცხდება, კვლავ განახორციელებს თავდასხმას - უკრაინამ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უნდა მიიღოს
თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას უკრაინაზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. დუდას თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ეს ნატოში შესვლის გარანტიაა. "თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას. ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება... როგორც პოლონეთი, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის ნატოში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ... იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მთავრობა, მიუხედავად პოლიტიკური ბანაკისა, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პოლონეთისა და ევროპული ინტერესების პოლიტიკას წარმოადგენს", - განაცხადა დუდამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)