|
2023-11-20 13:07:41, 795 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - უნდა გავაუქმოთ ეროვნული ბანკი - საქართველოს ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს
პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა საქართველოში შეიცვლება სიტუაცია არის ის, რომ უნდა გავაუქმოთ ეროვნული ბანკი,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა თქვა, საქართველოს ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს. "პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, ეს არის პირველი, რომ გავაუქმოთ ეროვნული ბანკი, დავხუროთ ეროვნული ბანკი იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენება მანიპულაციებისთვის, იმისთვის, რომ "ნაკოლს" იძლევიან ბანკებზე. პრაქტიკულად, ივანიშვილს აქვს ყველაზე დიდი ბანკი ერთ-ერთი და ამავე დროს აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს აგიწიოთ ან დაგიწიოთ ვალუტის კურსი, აკეთოს ამაზე ფული. სამაგიეროდ, სრულიად არაპროგნოზირებადია ინფლაცია. ხალხი ვერ გეგმავს თავის შემოსავლებს და გასავლებს. აღარავის აღარ ჰყოფნის ხელფასი, ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ, უნდა გადავიდეს საქართველოს ეკონომიკა ევროზე. ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება, თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო... მეორე, საქართველო უნდა იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა. საქართველოს არ სჭირდება მრავალშრიანი გადასახადები, ესეც არის კორუფციის წყარო",- განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)