01:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 15:24:23, 621 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო აშშ-სთან

განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, უახლოეს პერიოდში აშშ-თან ექსტრადიციის საკითხებზე, საერთაშორისო ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2023 წელს 160-მდე თანამშრომელმა გაიარა გადამზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამისათვის განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics