|
2023-11-17 09:22:57, 734 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა - მხარს ვუჭერ ფინეთის მხრიდან გატარებულ ზომებს
რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა,- ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ფინეთის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის საზღვართან 4 გამშვები პუნქტი დახუროს. ლაიენი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] მცირე განცხადებას აქვეყნებს და ფინეთს მხარდაჭერას უცხადებს. „რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მიერ გატარებულ ზომებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინელ მესაზღვრეებს, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს იცავენ“,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ცნობისთვის, 18 ნოემბერს ფინეთი რუსეთის საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს, მათ შორის ვაალიმაას, ნუიჯამაას, ნიირალასა და იმატრას დახურავს. შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე იმოქმედებს. ფინეთის მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს, რასაც რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)