|
2023-11-16 10:43:26, 1056 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა მიიღო დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად, დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CNN-ის ცნობით, კანონპროექტი, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. გამოცემის ცნობითვე, ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, რომელთა შორისაა სამხედრო მშენებლობა, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)