12:45 - 20 Aug, 2026
|
2023-11-15 19:58:17, 808 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებს სათანადოდ არ უპასუხა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებს სათანადოდ არ უპასუხა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია უარს ამბობს სომხეთში თავისი პასუხისმგებლობის სფეროს დე იურე დაფიქსირებაზე. "ჩვენ ყველა ჩვენს კოლეგას პატივისცემით ვეპყრობით, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ ესმის, რატომ მივდივართ იქ ყოველ ჯერზე და ვიმეორებთ ერთსა და იმავეს, ვამბობთ იგივეს, პასუხის მიღების გარეშე და ისევ ვბრუნდებით. შემდეგ ჯერზე ისევ მივდივართ და ვბრუნდებით ყოველგვარი პასუხის მიღების გარეშე", - განაცხადა ფაშინიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)