05:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 17:34:11, 787 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო - ქართული მხარე ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყებაში ამბობენ, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.

"ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებული ვართ საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მებრძოლი - გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბითიძე ტყვედ აიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics