09:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 16:41:20, 612 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი

 2024 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი. ამის შესახებ ინფორმციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
 
მისი თქმით, თუ 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებულ პროგრამებს არ ჩავთლით, ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით.
 
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წლის სოციალური პროგრამების თანხის განაწილება სხვადასხვა პროგრამებზე შემდეგია:

  • 3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის;
  • 1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის;

430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე; 

  • მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს;
  • დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი;
  • 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics