01:13 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 16:02:31, 1074 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევა მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი იყო.

„ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუ პანდემიის პერიოდს, 2020-2021 წლებს მხედველობაში არ მივიღებთ,  ფაქტობრივად, ყოველწლიურად გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლება. 2022 წლისათვის, მიმდინარე ანგარიშის  ბალანსი რეკორდულად დაბალ 4.6%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ჩვენი მოლოდინით, 2023 წელსაც დეფიციტს მსგავს დონეზე შევინარჩუნებთ. 2022 წლისათვის დაიწყო მთლიანი ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლის ზრდა და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ისტორიულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება 2023 წელსაც, წლის პირველ ნახევარში FDI-ის შემოდინებამ მილიარდ 72 მილიონი შეადგინა, რითაც 10,9 პროცენტით გადააჭარბა შარშანდელ მაჩვენებელს", - განაცხადა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics