12:45 - 20 Aug, 2026
|
2023-11-15 08:49:10, 703 ნახვა
მსოფლიო
IDF - ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო
ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს. IDF-ს ცნობით, ოპერაცია დაზვერვის ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე ხორციელდება. „ჩვენი მიზანია, არანაირი ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. მათივე ცნობით, უკვე არაერთხელ გააკეთეს საჯარო გაფრთხილება, რომ „ჰამასის“ მიერ კლინიკის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება საფრთხეს უქმნის მის საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ სტატუსს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)