12:45 - 20 Aug, 2026
|
2023-11-13 17:29:10, 778 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება დაძაბულობას უფრო გაამწვავებს
პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება დაძაბულობას უფრო გაამწვავებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, "რუსეთის მეგობარმა ბელარუსმა" იცის, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის უზრუნველსაყოფად. „უდავოდ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაძაბულობის გაზრდისკენ, სხვა არაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენმა ბელარუსმა მეგობრებმა იციან, რა უნდა გააკეთონ. ზოგადად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა ამ სიტუაციაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)