|
2023-11-12 18:54:42, 840 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი - მე ყველას გვერდით ვარ, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების - იარაღი უნდა გაჩერდეს, კმარა, ძმებო
რომის პაპი ფრანცისკე ღაზას სექტორში მცხოვრებლებისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის მოწოდებით გამოდის. პაპმა ყოველკვირეული ქადაგებისას ასევე მოუწოდა "ჰამასს", გაათავისუფლოს მძევლები. ვატიკანში გამოსვლისას პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ მისი "ფიქრები ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე არსებულ ტანჯვას და სერიოზულ ვითარებას ეხება". "მე ყველას გვერდით ვარ, ვინც იტანჯება, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების. იარაღი უნდა გაჩერდეს, ის არასდროს მოიტანს მშვიდობას და კონფლიქტი არ უნდა გაფართოვდეს. საკმარისია, კმარა, ძმებო, კმარა. დაე, ღაზაში დაუყოვნებლივი დახმარება მიიღონ. მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები და მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უნდა მიეწოდოს დატანჯულ მოსახლეობას. მძევლები, რომელთა შორის ბევრი ხანდაზმული და ბავშვია, უნდა გათავისუფლდნენ“,- თქვა პაპმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)