|
2023-11-12 18:21:03, 794 ნახვა
მსოფლიო
IDF - ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ისრაელში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ისრაელში 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც BBC-ის რუსულენოვანი ბიურო იტყობინება, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაშავებული ექვსივე პირი ქვეყნის ელექტრო კორპორაციის თანამშრომელია. კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მათი თანამშრომლები დოვევის დასახლების მახლობლად, ლიბანის წინა დაბომბვის შედეგად დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებს არემონტებდნენ. ამასთან, ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების ცნობით, წუხელ ისრაელის საზღვართან ტყვიით დაიჭრა ერთი მშვიდობისმყოფელი. პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, სტაბილურ მდგომარეობაშია. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა ლიბანის თავდასხმას საპასუხო ცეცხლით უკვე უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)