|
2023-11-10 10:49:49, 1105 ნახვა
მსოფლიო
Deutsche Welle - ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს
ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს წარმომადგენელი არ ეყოლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ეს 1946 წლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს. კენჭისყრაში ხმა კი ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს მისცეს. აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ გაერომ რუსეთის ბოროტული გავლენისგან გაწმენდა დაიწყო. "გაერომ რუსეთის ბოროტული გავლენისგან გაწმენდა დაიწყო. პირველად ისტორიაში გაეროს წევრმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსეთზე და იმაზე, რომ რუსეთმა მათი სახელით საერთაშორისო სასამართლოში გადაწყვეტილებები მიიღოს. მსოფლიო ხედავს, ვინ ანადგურებს საერთაშორისო სამართალს და არ იცავს მას. ვულოცავთ ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს გამარჯვებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოს არჩევნებში", - წერს ზელენსკი X-ზე (Twitter-ზე). ცნობისთვის, საერთაშორისო სასამართლო 15 მოსამართლისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადაც 9 წელია. ამასთან, არჩევნები ყოველ 3 წელიწადში ერთხელ 5 ვაკანტური ადგილისთვის იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)