16:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 13:59:26, 860 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს, საკარმიდამო ეზოში არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა განთავსებული. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 7 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 9,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

„უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოქალაქეს მოწყობილი ხონის მუნიციპალიტეტშიც. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლისა და კოპიტის (იფანი) სახეობის, ჯამში 1,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics