11:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 08:47:22, 670 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი კირბალზე - ამ საზარელ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას

ტრაგიკული ამბავი კირბალიდან. ამ საზარელ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ლექსმანის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება უზრუნველყოს, რომ ასეთი "ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს".

"ტრაგიკული ამბავი კირბალიდან. ამ საზარელ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს", - წერს ლექსმანი.

ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics