17:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 14:13:21, 1039 ნახვა

სამართალი
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პროკურატურა დაკავებულს მასზე დაწესებული მოვალეობისა და სამსახურში დადგენილი წესების შეუსრულებლობას ედავება.

მათივე ცნობით, დაცვის მხარე ივერი ნატრიაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმარი 2 ნოემბერს დააკავეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics