|
2023-11-04 10:58:27, 833 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - შეძრწუნებული ვარ, ალ-შიფას საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმით
შეძრწუნებული ვარ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმით, - აღნიშნულის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. გუტერეშის თქმით, ღაზას სექტორში ვითარება საკმაოდ მძიმეა. „შეძრწუნებული ვარ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმით. ახლა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და ქალები, ალყაში მოექცნენ, უარი უთხრეს დახმარებაზე. არ მიეწოდებათ საკმარისი საკვები, წყალი და მედიკამენტები, საავადმყოფოებისა და წყლის ქარხნების ელექტროენერგიის საწვავი იწურება", - განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ნოემბერს ღაზას მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმა მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა აიღო.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)