|
2023-11-03 16:44:01, 1016 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ბლინკენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას. "ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდება. როდესაც საქმე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ეხება, მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერი გაკეთდეს", - განაცხადა ბლინკენმა. CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ "გამუდმებით ფიქრობენ" მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, ტერორისტულმა დაჯუფება "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს უკვე მესამედ ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)