12:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 13:57:30, 600 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - ე.წ. მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის

ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის,- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სერგი კაპანაძის სტატიას.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია "დროას" ან "გირჩის" პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე  პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები.

"დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი - ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.  ეს სამწუხარო რეალობაა. ეს ზღვარი რომ იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს აღარ არის კლასიკური გაგებით სამოქალაქო ორგანიზაცია. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამის შეიძლება იყოს, მაგალითად "დროას" ან "გირჩის" პრაქტიკა, როდესაც აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების მქონე და ერთი და იგივე  პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით - "საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს", გამოცემა „თრანზიშნ მედია" აქვეყნებს. მათივე ცნობით, "თრანზიშნ მედიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ, შესაძლოა, წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics