15:09 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 22:52:08, 942 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთთან დაკავშირებულ 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

90-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირი სანქციების სიაში მოხვდა, რადგან ისინი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებასა და უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან. 

გარდა ამისა, სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას ეხმარებიან.

"შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები  უკრაინისადმი მუდმივ მხარდაჭერაში ერთიანდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან იგრძნოს პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეზე, რაც უკრაინაში ჩაიდინა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics