16:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 11:43:15, 671 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, მისი მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის, როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებას.

"მხარეებმა ისაუბრეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მისი აღსრულების კუთხით მიღებულ შედეგებზე. თათბირზე ვახტანგ გომელაურმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ასევე მოისმინა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის ანგარიში.
თათბირზე აღინიშნა, რომ როგორც წინა წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის განახლება სამომავლოდაც გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და შესრულებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო თათბირის დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, რეგიონების მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებს საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილები გადასცა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics