16:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 10:03:36, 607 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა, სამუშაო შეხვედრაზე, პროექტის „ჰაერის ხარისხი მოქალაქეთა უკეთესი ჯანმრთელობისთვის“ საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი პროექტი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 სადგურის შეძენას, რეფერენტული ლაბორატორიის შექმნას, მოდელირებისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერებას, ინდუსტრიული ემისიების სფეროში საუკეთესო ხელმისაწვდომი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას და მიზნობრივ ტრენინგებს ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნული პროექტი, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაუჭერს მხარს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს დამატებით ექნება 9 ახალი მონიტორინგის სადგური, გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა და, ფაქტობრივად, სრულად შესრულდება ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამრეწველო ემისიების შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესს, ქვეყანას მხარს დაუჭერს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების დაძლევაში და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), გაერთიანებული ბანკი აფრიკისთვის (UBA)) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics