15:53 - 20 Aug, 2026
|
2023-10-31 22:21:14, 754 ნახვა
მსოფლიო
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იგნორირება არ შეიძლება“ - გუტერეში კვლავ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზას სექტორში კონფლიქტის გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის, რადგან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი გახდეს. გუტერეშის თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს მკაფიო წესებს, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება. „ეს მოიცავს ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას, რასაც თან ახლავს ინტენსიური საჰაერო დარტყმები და ისრაელის მხრიდან სარაკეტო შეტევების გააქტიურება ღაზის სექტორის მიმართულებით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს მკაფიო წესებს, რომელთა იგნორირება არ შეიძლება. ეს არ არის a la carte-ს მენიუ და არ შეიძლება, რომ შერჩევით იქნას გამოყენებული“, - განაცხადა გუტერეშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)