|
2023-10-29 15:17:05, 777 ნახვა
მსოფლიო
გუტიერეში - ვწუხვარ, რომ ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააძლიერა
ვწუხვარ, რომ ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააძლიერა,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ვიზიტის დროს განაცხადა. გენმდივნის თქმით, ღაზას სექტორში ვითარება "სულ უფრო მეტად იძაბება". "ღაზას სექტორში ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება. ვწუხვარ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააძლიერა",- ამბობს ანტონიო გუტიერეში. შეგახსენებთ, მანამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და რომ პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან". აღნიშნულ განცხადებას გაეროში ისრაელის ელჩი გილად ერდანი გამოეხმაურა, გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა და თქვა, რომ ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს იტყვის. აღსანიშნავია ასევე, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)