18:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 14:52:05, 699 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე Mona.ge-ზე - საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადო შეფასებას ველოდებით

ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებისგან "ბოლშევიკური ნაბიჯის" სათანადო შეფასებას ელოდებიან.

„ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული, ორი ე.წ. პოლიტიკოსი. ისინი არიან ექსტრემისტები, რადიკალები, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები და ჩვენ ასევე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადო შეფასებას“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პლატფორმა Mona.ge შექმნეს. მათი ცნობით, ინიციატივის მიზნებია: "საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება; მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის როგორც ხალხის, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში, სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით, იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში; ასევე ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics