|
2023-10-24 09:27:03, 1042 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა [ვიდეო]
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას france 24-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. "ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება", - წერს france 24-ი. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს დღემდე ბომბავს, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, ხოლო 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. 13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. 17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, ხოლო 23 ოქტომბერს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ეწვივნენ. ქვეყანაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)