19:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 15:20:17, 698 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე GDI-ზე - ესენი არიან რადიკალური ძალებისგან დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ქვეყანას

რადიკალური ძალები ცდილობენ, ქვეყანაში დაპირისპირება შემოიტანონ და მოაწყონ რევოლუციები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები. ესენი არიან რადიკალური ძალებისგან დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდებით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და იკადრებენ“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, დესტაბილიზაცია არავის გამოუვა.

„წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკადრეს და გააკეთეს ის, რაც თუ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხარ, გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ხალხი და პატივს სცემ მას, როგორ უნდა იკადრო და გააკეთო. დღესაც იგივეს აგრძელებენ: დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics