|
2023-10-21 12:05:47, 897 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნა უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს
მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. ლაიენის თქმით, რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნა უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს. "მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რაც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა", - წერს ლაიენი. შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას 19 ოქტომბერს დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ, მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა. ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)